რუსთაველის გამზირზე "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისი გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.ოფისიდან 2 ტელევიზორი, 2 მონიტორი და 4 პროცესორია წაღებული. ოფისის მიმდებარე ქუჩაზე გარე კამერების ჩანაწერები ამოღებულია, თუმცა პარტიის თანამშრომლის ინფორმაციით კამერები გამორთული იყო. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.