რუსთაველის გამზირზე რვა კარავია გაშლილი. ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. შეგახსენებთ, სოფელ ველისციხესთან გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დღის განმავლობაში რამდენჯერმე მას შემდეგ მოხდა, რაც ინაუგურაციის გასაპროტესტებლად მიმავალ აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზა სამართალდამცავების მიერ გადაკეტილი დახვდათ.მოგვიანებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა გომბორისკენ გადაინაცვლეს, იქიდან კი თბილისისკენ გამოემართენ.როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რუსთაველის გამზირზე იმსჯელებენ და სამოქმედო გეგმას ჩამოაყალიბებენ.