რუსთაველის გამზირზე აქცია - "შინ ევროპისკენ" საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა. ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის სფეროსა და სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები იმყოფებოდნენ. აქციას შეუერთდა რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობაც.
"შინ ევროპისკენ" ორგანიზატორების დაპირებას, რომ გეგმებს შეკრებილ მოსახლეობას ეტაპობრივად გააცნობდნენ, მანიფესტანტების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ნაწილი სახლში წავიდა. პროტესტის მონაწილეების დარჩენილმა რაოდენობამ კი ჯერ "ქათული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ. სინი ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ.
როგორც ცნობილია აქციის ორგანიზატორები მთავრობის კანცელარიასთან პროტესტს დღეს დილიდან განაახლებენ.