თბილისში, რუსთაველის გამზირზე 4 ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ვარდების მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ერთი დაჭრილის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. არსებული ინფორმაციით პირები ქორწილში იმყოფებოდნენ. დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 117-ე მუხლით აღძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.