03:56
9 დეკემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რუსთაველის გამზირი კვირაში ერთხელ, შესაძლოა ავტომობილებისთვის გადაიკეტოს
15-05-2019

რუსთაველის გამზირი კვირაში ერთ დღეს, შესაძლოა ავტომობილებისთვის გადაიკეტოს. აღნიშნული ინიციატივა, ერთ-ერთია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც სამუშაო ჯგუფის შეფასებით, მსჯელობასა და ყურადღებას იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ კომიტეტმა რამდენიმე დღის წინ თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თემატური მოკვლევისას მიღებული ცნობებით ირკვევა, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. ხოლო ქალაქის ცენტრი ერთ-ერთი მძიმედ დაბინძურებული ადგილია. აქედან გამომდინარე, ანგარიშის მიხედვით, შესაძლოა, რუსთაველის გამზირი ერთი დღით ავტომობილებისთვის გადაიკეტოს. ამასთან, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის შესაძლებელი იქნება, გამზირზე არსებული 6 საავტომობილო ხაზიდან  ერთი ფუნქციონირებდეს.

ცნობისთვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე რეაგირების მიზნით, პარლამენტში პირველი თემატური მოკვლევა 2018 წელს დაიწყო.

AutoPlay
ქართულ პოლიგრაფიულ ინდუსტრიაში ახალი შესაძლებლობები ჩნდება - "კოლორ ჯგუფი" განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
06-12-2019
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები გაფართოვდა
06-12-2019
საქართველოში გასაქირავებელი ბინების რაოდენობა შემცირდა?! - რამდენი ადამიანი იხდის ბიუჯეტში იჯარის 5%-ს
06-12-2019
მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 129.5 ლარით გაიზარდა - "საქსტატი"
06-12-2019
ოკრა და პეპინო - მომავალი წლიდან საქართველოში ახალი ეგზოტიკური პროდუქტების წარმოება დაიწყება
06-12-2019
25%-იანი გაძვირება - ნოემბერში ყავის ფასი რეკორდულად გაიზარდა
06-12-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ვახო
15-05-2019
აი რა უნდა ელაპარაკო ამათ, ესეთი გონება შეზღუდულები რა გაჩდნენ ან რა უნდა ხელისუფლებაში. მარტო რუსთაველია პრობლემა და ერთი დღით გადაკეტვა პრობლემას მოუხსნის ვის? ეს ნაკადი სხვა ქუჩებზე რომ გადავა, იმათ რა დააშავეს? მოგვშორდით რა თავიდან თქვე უუმაროებო
სხვა სიახლეები