Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, რუსეთის უმდიდრესმა ადამიანებმა 5 თებერვალს დაფიქსირებული ამერიკის სავაჭრო ინდექსის კრახის გამო 2 მილიარდ 100 მილიონი დოლარით იზარალეს.
ყველაზე მეტად კომპანია "სევერსტალის" მფლობელის ალექსეი მორდაშოვის ქონება შემცირდა, კერძოდ, მან 203 მილიონ 300 ათასი დაკარგა. "ლუკოილის" მფლობელმა ვაგით ალეკპეროვმა - 176 მილიონით, „ტრანს მაშ ჰოლდინგის“ თანამფლობელმა ისკანდერ მაჰმუდოვმა და კომპანია "რენოვას" ხელმძღვანელმა ვიქტორ ვექსლებერგმა კი 174 მილიონით იზარალეს.
ცნობისთვის, რუსი ოლიგარქების გარდა, ამერიკული სავაჭრო ინდექსის ვარდნამ მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანიც აზარალა და საერთო ჯამში, მათ 114 მილიარდი დოლარი დაკარგეს.