საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავით დურგლიშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული მღვდელი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა. შეიარაღებული ფორმიანების გამოჩენისას მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს. მომხდარის შესახებ ქართულმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქმის კურსში უკვე ჩააყენა.