საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ნიქოზის მცხოვრებლები გაბრიელ მელანაშვილი და თამაზ მჭედლიძე ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით აიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი საოკუპაციო რეჟიმი ჯარიმის სახით 800 ლარის გადახდას მოითხოვს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნიქოზელების დაკავების ფაქტს ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.