რუსმა ოკუპანტებმა, ოკუპაციის ზონის მიმდებარე სოფელ ბერშუეთიდან გატაცებული ალექსანდრე გელიაშვილი გაათავისუფლეს. ადგილობრივების თქმით, ის გუშინ შუადღეს დააკავეს და ოჯახს მთელი დღის განმავლობაში არავინ დაკავშირებია. მათთვის უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი. ახლობლების თქმით, ალექსანდრე გელიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მათი ვარაუდით, ამ მიზეზით გაათავისუფლეს.
იხილეთ:
ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ბერშუეთთან 45 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს