რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საოკუპაციო ზონის მიმდებარე სოფლიდან ორი ქალი გაიატაცეს. შორენა და ლაურა ბალახაძეები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მახლობლად დააკავეს. გატაცების ფაქტს ადასტურებენ სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახურშიც, სადაც აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ასევე მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ოკუპანტები კი ქალბატონებს ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევაში ადანაშაულებენ.