რუსმა ოკუპანტებმა ხურჩასთან მავთულხლართები გააბეს. მათ ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე დაახლოებით, ორი ჰექტარი მიწა შემოღობეს. ეს ის ტერიტორიაა, სადაც ადგილობრივები მიწას წლების განმავლობაში ამუშავებდნენ. როგორც სოფლის რწმუნებულმა ბადრი ხუნჯგურუამ განაცხადა, რუსმა სამხედროებმა რამდენიმე თვის წინ ამავე ადგილას ბოძები ჩაარჭეს, გუშინ კი მავთულხლართები გააბეს. ამავე ადგილას ოკუპანტებმა რამდენიმე თვის წინ ბოძები ჩაარჭეს. სუსში განმარტავენ, რომ საკითხი განსახილველად 19 სექტემბერს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე გალში დადგება.