რუსმა ოკუპანტებმა განმუხურიდან ორი პირი გაიტაცეს. როგორც "პალიტრანიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ორივე მათგანი დაკავებულია ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით.მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების გასათავისუფლებლად. ერთ-ერთი გატაცებულის მეუღლე ვარაუდობს, რომ გატაცების პროცესში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შეიარაღებულები იქნებოდნენ.