
დონბასის რეგიონში, რუსმა მებრძოლებმა შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეღწევა სცადეს. ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ლუგანსკის რაიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის თავდაცვის წინა ხაზთან ახლოს გამაგრებულმა მებრძოლებმა აღმოაჩინეს მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის შეღწევის მცდელობა.უკრაინის შეიარაღებული ძალების სიფხიზლისა და მონდომების წყალობით, მტერმა მიატოვა თავისი განზრახვა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკან დაიხია“, - აღნიშნულია „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამოცემა წერს, რომ დღის განმავლობაში ,,მტრის მოქმედებებს გაერთიანებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან დანაკარგი არ მოჰყოლია.“
დღის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებების მხრიდან 1 დარღვევა დაფიქსირდა.

