უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. სტეფანჩუკი, დარწმუნებულია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთმომგებიანი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება უფრო ღრმა ფაზაში შევა.
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველო და უკრაინა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე იმყოფებიან. ჩვენი ქვეყნის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის სტეფანჩუკი, პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობას უხდის.