აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობაში აფხაზური ენის შემსწავლელი წიგნის „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ ავტორებთან შეხვედრა გაიმართა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ ირმა ოსიას და რიტა ამიჭბას აფხაზური ენის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
აფხაზეთის მთავრობის მიერ აფხაზური ენის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლება აფხაზური ენა, ფუნქციონირებს აფხაზეთის მთავრობის აფხაზურენოვანი საიტი, აფხაზურ ენაზე ითარგმნება გამოჩენილი მწერლების, პოეტების და საზოგადო მოღვაწეების ნაშრომები, ხორციელდება აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა.