რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა რუსი ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული 10 ქვეყანა დაასახელა.
"როსსტატის“ ინფორმაციით, საქართველო ათეულში მოხვდა. კერძოდ, მათი ცნობით, 2019 წლის ექვს თვეში საქართველო 630 ათასმა რუსეთის მოქალაქემ მოინახულა. რეიტინგში მოხვდა ოკუპირებული აფხაზეთიც, „როსსტატის“ ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკას მილიონ 852 ათასი რუსი ტურისტი ეწვია.
რუსი ტურისტებისთვის პოპულარულ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს, ტრადიციულად ისევ თურქეთი იკავებს, 2019 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანას 2 მილიონ 649 ათასი რუსი ტურისტი ეწვია.
ჩამონათვალში მოხვდნენ ასევე: ფინეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, უკრაინა, ესტონეთი, ტაილანდი და გერმანია.