ანტისადოპინგო კომიტეტმა გამოძიება დაიწყო, დანილ ლისენკოს გაყალბებული საბუთების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით კომიტეტს რუსულმა მხარემ ყალბი საბუთები გადასცა. დასავლური პრესის ინფორმაციით, თუ აღნიშნული ბრალდება დადასტურდა, დიდი შანსია, რუსეთის ოლიმპიურ გუნდს 2020 წელს ტოკიოში გასამართ ოლიმპიადაზე გამოსვლა აეკრძალოს.ათლეტთა ფედერაციის საერთაშორისო ასოციაცია მომავალ კვირაში შეიკრიბება და რუსეთის დისკვალიფიკაციის საკითხს განიხილავს.