რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პოლიციამ დააკავა, - აღნიშნულის შესახებ ნავალნის მეუღლე „ტვიტერის“ გვერდზე წერს.დღეს რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ აქციები იმართება. აქციის ორგანიზატორი „კორუფციასთან ბრძოლის ფონდია“, რომელსაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ხელმძღვანელობს.აქციები უკვე მიმდინარეობს ვლადივოსტოკში, ბლაგოვეშენსკსა, ყაზანში, სანკტ-პეტერბურგში, სამარაში და სხვა ქალაქებში.რუსული მედიის ინფორმაციით, რიგ ქალაქებში აქციის მონაწილეების დაკავებას ჰქონდა ადგილი.