რუსი ჰაკერები ირანულ ჰაკერულ ჯგუფზე თავდასხმებს ახორციელებდნენ და ამგვარად ათობით ქვეყნის მთავრობას, ინდუსტრიულ ორგანიზაციაზე კიბერთავდასხმას ახორციელებდნენ. ისინი ამას ისე ნიღბავდნენ, თითქოს თავდასხმას "ისლამური სახელმწიფო" ახორციელებდა. ინფორმაციას "ალ ჯაზირა" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსული ორგანიზაცია "ტურლა", რომელიც ესტონეთის და ჩეხეთის ოფიციალურმა პირებმა რუსულ ФСБ-სთვის მუშაობაში დაადანაშაულეს, ირანის კომპიუტერული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, სულ მცირე 20 ქვეყანაზე ახდენდა კიბერთავდასხმას.
დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ჰაკერული კამპანია განსაკუთრებით აქტიური ახლო აღმოსავლეთში იყო, თუმცა ბრიტანული ორგანიზაციებიც ხშირად ხდებოდა სამიზნე. ბრალდებებს ჯერჯერობით რუსი და ირანის ოფიციალური პირები არ გამოხმაურებიან.