საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველო რუსეთთან გაზის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მისი თქმით, როგორც ქობულიამ განმარტა, რუსეთისგან “რაღაც რაოდენობით“ გაზის შესყიდვა დღესაც ხდება, რათა შეიქმნას დივერსიფიკაცია და იყოს კონკურენტული ფასი გაზზე. როგორც ქობულია განმარტავს, გაზის შესყიდვა იმ ფარგლებში მოხდება, რომ საქართველომ ენერგოდამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. აღნიშნული საკითხით კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველო“ დაინტერესდა.