06:26
1 დეკემბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რუსეთთან ერთად ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, რომ ბანკზე თავდამსხმელი აფხაზეთის ტერიტორიაზე არ მოხვდეს - დე ფაქტო უშიშროების სამსახური
22-10-2020

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის უფროსის რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, „სასაზღვრო ზონაში“ რუსეთთან ერთად ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, რომ დამნაშავე, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, „აფხაზეთის ტერიტორიაზე“ არ მოხვდეს.

მისივე თქმით, ენგურის გამშვები პუნქტი 19:00-დან 07:00 საათამდე დაკეტილია და მისი გადაკვეთა შეუძლებელია.

„უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფი, რუსეთთან ერთად, სასაზღვრო ზონაში ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რომ დამნაშავე აფხაზეთის ტერიტორიაზე არ მოხვდეს”, – განაცხადა ლატიპოვმა.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა, გამოუყვეს ვერტმფრენი და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი, მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. ამჟამად ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ხოლო თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია.

AutoPlay
"ცოტა მეტი გადავიხადეთ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა" - როდის მიიღებს საქართველო კორონავირუსის ვაქცინას?
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი დაავალა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
"საქნახშირი" მუშაობას ადაპტირებული განრიგით განაახლებს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
პრემიერ-მინისტრი კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ესაუბრა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
2 დღეში 10 374 ობიექტი შემოწმდა, მათ შორის, წერილობით და ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 6 177 ობიექტს, დაჯარიმდა - 3, ხოლო 4 194-ს შეუჩერდა საქმიანობის ნებართვა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები