რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 24 400 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამასთან, ქვეყანაში ვირუსით კიდევ 697 პაციენტი დაიღუპა, რაც ერთ დღეში დაღუპული კოვიდპაციენტების ყველაზე მაღალი რაოდენობაა პანდემიის დაწყების დროიდან. აღსანიშნავია, რომ რუსეთში, ზედიზედ მეხუთე დღეა, კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა ფიქსირდება. რუსეთში, ჯამში, ინფიცირების 5.5 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაიღუპა 137 262 ადამიანი. პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და საფრანგეთის შემდეგ მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.