11:11
30 ივლისი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რუსეთში, ტყეში გაუჩინარებული ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი იპოვეს
10-05-2021

რუსეთში, ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრ მურახოვსკი, რომელსაც პარასკევის შემდეგ ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხი Mash Siberia ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მურახოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაუჩინარების მიზეზი უცნობია. ალექსანდრ მურახოვსკი ტყეში სანადიროდ 7 მაისს წავიდა, რის შემდეგაც აღარ გამოჩენილა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრის კვადროციკლი ტყეში იპოვეს.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ალექსანდრ მურახოვსკი პირველი ექიმი იყო, რომელმაც ნერვული აგენტით მოწამლულ ალექსეი ნავალნის უმკურნალა. კერძოდ, ის იმ საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნავალნი 2020 წლის აგვისტოს ბოლოს გადაიყვანეს. მაშინ მურახოვსკიმ განაცხადა, რომ თავდაპირველი ლაბორატორიული კვლევების შედეგად ნავალნის ორგანიზმში ნერვული აგენტის კვალი არ აღმოჩნდა.

AutoPlay
განათლების სამინისტროს 10 წლიანი საქმოქმედო გეგმა
გამოქვეყნდა 9 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გამოქვეყნდა 12 წუთის წინ
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 3 აგვისტოდან დაიწყება
გამოქვეყნდა 26 წუთის წინ
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 197 მილიონს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ჯო ბაიდენი სრულად ვაქცინირებული პირებისთვის 100 აშშ დოლარის გადახდის ინიციატივით გამოდის
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა, დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები