რუსეთში, ტომსკის ოლქის სახერხი საწარმოს შენობაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. ამ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. მათი თქმით, საწარმო ჩინურ კომპანიას ეკუთვნოდა და მასში დასაქმებული 14 თანამშრომელი ცხოვორბდა. უბედურ შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 რუსეთისა და 10 უზბეკეთის მოქალაქე იყო. მოხმდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.