რუსეთში სტრატეგიული წვრთნები „კავკასია 2020“ მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. წვრთნებში, ჯამში, 80 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული. წვრთნებში რუსეთთან ერთად სომხეთის, ბელარუსის, ჩინეთის, მიანმარისა და პაკისტანის სამხედრო ნაწილები ერთვებიან. აზერბაიჯანის, ინდონეზიის, ირანის, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და შრი-ლანკის წარმომადგენლები კი დამკვირვებლის როლს ასრულებენ.
წვრთნები „კავკასია 2020“ სამხრეთ სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე, შავ და კასპიის ზღვებში 26 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.