მიმდინარე თვის დასაწყისიდან რუსეთში მზესუმზირის ზეთსა და ხორბალზე როგორც შიდა, ისე საექსპორტო ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება.
აგრარული ბაზრების ონლაინ-გამოცემა Совэкон-ის მონაცემებით, ქვეყნის შიდა ბაზარზე ტონა ზეთი ერთბაშად 2 ათასი რუბლით ანუ 27დოლარითა და 69 ცენტით გაიაფდა და საშუალოდ, 116 ათას 350 რუბლი ანუ ათას 607 დოლარი გახდა. რაც შეეხება ექსპორტს, საგარეო მიწოდებებში ტონა ზეთმა ფასში 180 დოლარით იკლო. ამჟამად 1 ტონა რუსული მზესუმზირის ზეთის საექსპორტო ფასი ათას 290 დოლარია.
რაც შეეხება ხორბალს, რუსეთის აგრარული ბაზრის კონიუნქტურის ინსტიტუტი ИКАР-ის მონაცმებით, 12,5%-იანი ცილის ახალი მოსავლის ხორბლის საექსპორტო ფასი ტონაზე 260 დოლარიდან 256 დოლარამდე შემცირდა, ხოლო Совэкон-ის მონაცემებით საგარეო ბაზრებზე ტონა რუსულ ხორბალზე ფასი 7 დოლარით შემცირდა და 265 დოლარი გახდა.ცნობისთვის, რუსეთი საქართველოში ზეთისა და მარცვლეულის მთავარი იმპორტიორია.