რუსეთში, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ შენობაში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებული მონაცემებით დაღუპულია 8 ადამიანი , ხოლო დაშავდა 28. ჯანდაცვის სამინისტრო კი მოცემული დროისთვის მხოლოდ ექვსი გარდაცვლილის შესახებ იტყობინება. ბოლო ცნობებით, დაზარალებულთაგან შვიდი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული, მათგან ერთის მდგომარეობა კი მძიმეა.
პერმსკის მხარის გუბერნატორის , დიმიტრი მახონინის თქმით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
ინციდენტი მოსკოვის დროით დაახლოებით 9 საათისთვის მოხდა, რა დროსაც შენობაში სამი ათასამდე სტუდენტი იმყოფებოდა.
სააგენტო Tass-ს საგამოძიებო კომიტეტში განუცხადეს, რომ დაკავებული თავდამსხმელი უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტია.