რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 13 233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 099 323 -ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც რუსეთში ერთ დღე-ღამეში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები 14 000-ზე ნაკლებია. ამასთან, ქვეყანაში ვირუსით კიდევ 459 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 80 979 -მდე გაიზარდა. რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-სგან 3 624 663 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.