ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 582 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 4731-ს მიაღწია. ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, ქვეყანაში ვირუსით ბოლო 24 საათის მანძილზე 8 პაციენტი დაიღუპა, მათ შორის შვიდი დედაქალაქში. რუსეთში კორონავირუსს მთლიანობაში 43 ადამიანი ემსხვერპლა.