რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 228-ით გაიზარდა და მთლიანობაში 1264-ს მიაღწია. ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალურ შტაბში ავრცელებენ. მათი თქმით, დაინფიცირებულთა უმეტესობა ამჟამად მოსკოვში იმყოფება.
ბოლო დღე-ღამის განმავლბაში რუსეთში კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რის შედეგადაც ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.