რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 11 749 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 200 902-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 383 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 84 430-მდე გაიზარდა. რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-სგან 3 751 562 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.