რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 21 379 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 828 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.
რუსეთში ჯამში, ინფიცირების 7 376 374 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 202 273 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 6 574 608 პაციენტი.
პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.