11:33
5 დეკემბერი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების კვლავ რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა
26-10-2021

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 36 446 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 316 019-მდე გაიზარდა.

ამასთან, რუსეთში, ბოლო 24 საათში, ვირუსს კიდევ 1106 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. რუსეთში ჯამში, ვირუსს 232 775 ადამიანი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე რუსეთში ერთკვირიანი არასამუშაო რეჟიმი გამოცხადდა, რომელიც 30 ოქტომბერს დაიწყება და 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ამასთან, ქვეყნის დედაქალაქში, მოსკოვში 28 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ წესდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები