რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 8 589 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 710 690-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 346 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 105 928- მდე გაიზარდა.
რუსეთში, ვირუსისგან 4 333 598 ადამიანი განიკურნა. კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და საფრანგეთის შემდეგ მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.