რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 8 271 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 727 125-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 399 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 106 706- მდე გაიზარდა. რუსეთში, ვირუსისგან 4 352 873 ადამიანი განიკურნა. კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და საფრანგეთის შემდეგ მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.