რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 8 164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 718 854-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 379 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 106 307- მდე გაიზარდა. რუსეთში, ვირუსისგან 4 343 229 ადამიანი განიკურნა.
კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და საფრანგეთის შემდეგ მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.