რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 611ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 687 862-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 135 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 10 296-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-ისგან 454 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.