რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 428 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 752 797-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 167 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 12 000-ს მიუახლოვდა.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 531 000-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 8 443- ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.