რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 765 437-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 124 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 12 247-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 546 863 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 7 490 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.