04:39
19 აპრილი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რუსეთში კორონავირუსის 5 940 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 85 ადამიანი გარდაიცვალა
20-07-2020

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 940 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 777 486-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 85 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 12 427-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-ისგან 553 602 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 3 258 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ამჟამად მკურნალობას 211 457 პირი განაგრძობს.

ცნობისთვის, რუსეთი აშშ-ის, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ კოვიდინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები