რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 789 190-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 165 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 12 745-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 572 053 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 9 669 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.