რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 892 654-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 70 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 15 001-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 696 681 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 3 259 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.