რუსეთში, ბოლო დღე - ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 065 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 912 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 114 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა , საერთო ჯამში, 15 500-ს გადააჭარბა.ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 722 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 6 568 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.