რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 28 145 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 375 546-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.
ამასთან, ქვეყანაში კიდევ 554 ინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში 41 607 ფატალური შემთხვევაა დადასტურებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, რუსეთში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 859 851 ადამიანი.
რუსეთი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში, აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.