რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის 27 927 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 569 126-ს მიაღწია, - ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 562 პაციენტი დაიღუპა და დაღუპულთა რიცხვი 45 280-მდე გაიზარდა.
რუსეთში კორონავირუსისგან სულ 2 033 669 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.