რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 173 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 114 502-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევები ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 361 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 36 540-ს მიაღწია. რუსეთში კოვიდ -19-სგან დღემდე 1 611 445 ადამიანი განიკურნა.