რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 22 041 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 822 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთში ჯამში, ინფიცირების 7 398 415 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 203 095 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 6 590 933 პაციენტი, აქედან 16 325 ბოლო 24 საათში.
პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.