რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ - 19-ის 20 921 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 698 273-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 559 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 68 971-მდე გაიზარდა. რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ისგან 3 109 315 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.