რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 19 290 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 719 400-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა 11 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები 20 ათასზე ნაკლებია. ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 456 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 69 918-მდე გაიზარდა. რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ისგან 3 150 000 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.