რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 18 241 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 757 000-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 564 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 70 482-მდე გაიზარდა. რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ისგან 3 174 000 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.